გაყიდვების პოლიტიკა

მადლობას გიხდით, რომ არჩევანი ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაზე შეაჩერეთ. შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს და მომსახურების მიღების წესებს.

ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ვრცელდება მომწოდებლის ოფიციალური გარანტია, რომელიც მოქმედებს 3 - თვიდან 8 - თვემდე ვადით.

 

საგარანტიო პირობები:

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას მასზე მოქმედი გარანტიის პერიოდში. საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან. საგარანტიო მომსახურეობა ხორციელდება კომპანიის სერვის ცენტრში. საგარანტიო ცენტრის მისამართის და საკონტაქტო ინფორმაციის დასადგენად დაუკავშირდით ჩვენს ოპერატორს. გარანტია ვრცელდება დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით.

საგარანტიო სერვისის მისაღებად სერვის ცენტრში გთხოვთ წარადგინოს საგარანტიო ტალონი, თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან და მწარმოებლის საგარანტიო ტალონთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საგარანტიო ნივთი/პროდუქტი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, კომპლექტაციით და მექანიკური დაზიანების გარეშე.

საგარანტიო ტალონი უნდა მოიცავდეს: ნივთის დასახელებას, სერიულ ან იმეი კოდს, მყიდველის ვინაობას, შეძენის თარიღს, პასუხისმგებელი თანამშრომლის სახელს და ხელმოწერას. წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო მომსახურეობა არ განხორციელდება. საგარანტიო სერვისის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად კლიენტი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს.

საგარანტიო მომსახურეობა არ ითვალისწინებს პროდუქტის ახლით შეცვლას!

 

საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება, თუ:

-გასულია პროდუქტის საგარანტიო ვადა.

-არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი ან/და არსებობის შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი.

-საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია ან გადაკეთებულია.

-საგარანტიო ტალონში და პროდუქციაზე არ იკითხება ან ამძვრალია პროდუქტის ნომერი და დამღა. 

-შეძენილ პროდუქტს აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი, დაზიანებულია ან ამძვრალია დამღა.

-პროდუქტი გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნებისთვის.

-დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი.

-თუ დაზიანება ფიზიკურად არის გამოწვეული, მაგ: გატეხილი, გაბზარული, გაკაწრული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი ან/და სითხით დაზიანებული.


საგარანტიო პირობების შესაბამისად სერვის ცენტრი ვალდებულია შეაკეთოს დაზიანებული პროდუქტი მისი მიღების მომენტიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში.


 

ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ნივთის მიღებისთანავე მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს მისი ვიზუალური მდგომარეობა კურიერის თანდასწრებით.

ნებისმიერი ტიპის პრობლემის ან ვიზუალური დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს  დეტალურად აუხსნას არსებული პრობლემა.

თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 5(ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი, მყიდველი აუცილებელი წესით უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად. ნივთი შეიცვლება მომწოდებელი კომპანიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი ღირებულების მქონე ნივთით, მომხმარებლის მიერ აღნიშნული სხვაობის საკუთარი სახსრებით დაფარვით.
ნივთის უკან დაბრუნების დროს მყიდველმა თან უნდა დაურთოს მისი ყველა აქსესუარი და ასევე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ყველა სხვა შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორს.

 

contact@barron.ge

თბილისი, საქართველო / 0168

წესები და პირობები

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დაჯავშნეთ შეხვედრა

MM/DD/YYYY