წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ სამომხმარებლო წესებსა და პირობებს. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით პირობებს და აღნიშნული პირობები თქვენთვის მისაღებია. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე სამომხმარებლო წესებს და პირობებს, აღნიშნული ვებ გვერდის გამოყენებაზე უფლებამოსილი არ ხართ.

 

ბრენდი ბარონის სახლი იტოვებს უფლებას, დროდადრო შეიტანოს ცვლილებები, და შესწორებები წინამდებარე სამომხმარებლო წესებსა და პირობებში, ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რეგულარულად გაეცნოთ აღნიშნულ ინფორმაციას, რათა დარჩეთ ინფორმირებული მათ შესახებ. ამგვარი ცვლილება-დამატება სავალდებულოა მომხმარებლისთვის მისი გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ბრენდის მიერ ან/და კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ვებ გვერდის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით  ცვლილებების და შესწორებების მოცემულ პირობებს.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პლატფორმებზე ინფორმაციის შეგროვების ჩვენი პრაქტიკა, როგორიცაა ინფორმაციის ტიპები, რომლებსაც პლატფორმების ვიზიტორების შესახებ ვაგროვებთ, ასევე ამ ინფორმაციის გამოყენების პოლიტიკა, რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის მეშვეობით.

 

ინტელექტუალური საკუთრების უფლება

ბრენდმა ბარონის სახლმა შექმნა და ოპერირებს სხვადასხვა პლატფორმებს, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია ბრენდისა და პროდუქტების შესახებ თქვენი პირადი გამოყენებისთვის.

თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ, აჩვენოთ ან დაბეჭდოთ კომპიუტერულ ან მობილურ აპლიკაციაზე განთავსებული ინფორმაცია და კონტენტი, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმების მეშვეობით, მხოლოდ თქვენი პირადი არაკომერციული, საინფორმაციო, საგანმანათლებლო სარგებლობისთვის, ლოგოს, ინტელექტუალური საკუთრების ნიშნების, საავტორო უფლებების©, ან/და სავაჭრო ნიშანის™, პირველადი სახის ცვლილების გარეშე. ეს კონტენტი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სურათებით, ფოტოებით, ილუსტრაციებით, ხატებით, ტექსტებით, ვიდეო რგოლებით, მუსიკით, წერილობით და სხვა მასალებით, მათ შორის, ნებისმიერი ადამიანით, რომელიც აღბეჭდილია ფოტოსურათებზე და სხბა ბრენის ქვეშ არსებული მასალები დაცულია საავტორო უფლებების, დიზაინის, სავაჭრო ნიშნის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებებითა და ეროვნული კანონმდებლობით მსოფლიოს მასშტაბით.

თქვენ არ გაქვთ უფლება გაყიდოთ, გაამრავლოთ, გაავრცელოთ, შეცვალოთ, საჯაროდ გამოფინოთ, ან სხვაგვარად შექმნათ ჩვენი კონტენტისგან ნაწარმოები ან შექმნილი მეორადი ნამუშევრები, ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოიყენოთ ბრენდის მასალები საჯარო ან კომერციული მიზნებისთვის. გარდა ამისა, ბრენდის მასალები არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი სხვა ნებისმიერ პლატფორმაზე, ქსელურ კომპიუტერულ გარემოსა თუ ციფრულ პლატფორმებზე, ნებისმიერი დანიშნულებით. სამომხმარებლო წესების ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში, ავტომატურად შეგიწყდებათ ბარონის სახლის მასალის გამოყენების ნებართვა და უნდა განხორციელდეს ამ მასალისგან დამზადებული ნებისმიერი ასლის დაუყოვნებლივი განადგურება. Ბრენდის მასალის  უნებართვო გამოყენებამ, შეიძლება, დაარღვიოს საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების, კონფიდენციალურობისა და საჯაროობის კანონები, ასევე კომუნიკაციის რეგულაციები და დებულებები.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ეს განყოფილება ეხება პლატფორმებს და არა პროდუქტებს, რომლებიც შეიძლება გაიყიდოს ონლაინ ან ტელეფონით ჩვენს ერთ-ერთი ადგილობრივ ან რეგიონულ ბაზარზე.

ჩვენ ვცდილობთ, მოგაწოდოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია .თუმცა, ბარონის სახლი არ იძლევა გარანტიას და არ აცხადებს, რომ ბარონის სახლის მასალა არის ზუსტი, უშეცდომო ან სანდო, ან რომ მისი გამოყენება არ არღვევს მესამე მხარის უფლებებს. ბრენდი ვერ გასცემს გარანტიას, რომ პლატფორმების ან ბარონის სახლის მასალების ფუნქციონალური და/ან ტექნიკური ასპექტები არის უშეცდომო, ან პლატფორმები, ბარონის სახლის მასალები და სერვერები, რომლებიც მათ ხდის ხელმისაწვდომს, თავისუფალია ვირუსებისა და სხვა მავნე კომპონენტებისგან. ბრენდი ბარონის სახლი,  ჩვენთან აფილირებული პირები ან მესამე პირები პასუხს არ აგებენ პლატფორმების შეფერხებებზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, მავნე კოდებზე და პლატფორმებთან დაკავშირებულ სხვა დეფექტებზე, შეუსაბამობაზე პლატფორმებსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ გამოყენებულ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (Browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის, და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენ მიერ არ, ან ვერ კონტროლირებადი მიზეზებით. თუ პლატფორმების ან ბარონის სახლის მასალების გამოყენება გამოიწვევს ქონების, მასალის, აღჭურვილობის, მონაცემების ან სხვა ელემენტის შეკეთებას ან შეცვლას, ბრენდი ვერ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნულ ხარჯებზე.

ზემოაღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, პლატფორმებზე თქვენთვის ყველაფერი წარმოდგენილია ,,როგორც არის” და ,,როგორც ხელმისაწვდომია”, ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია ან კონტენტი მოცემულია მათი ხელმისაწვდომობის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის  სრული დაცვით, ყოველგვარი აშკარა ან ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე, მათ შორის, გაყიდვადობის, ხარისხის დაკმაყოფილებლობის, გონივრული მოვლის, კონკრეტულ მიზანთან და საკანონმდებლო მოთხოვნებთან  შესაბამისობის ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე. ბრენდი და მისი მომწოდებლები არ იძლევიან გარანტიას ბარონის სახლის მასალებზე, პროგრამული უზრუნველყოფაზე, ტექსტზე, ჩამოტვირთული ფაილებზე, გრაფიკისა და ბმულებზე, ან პლატფორმების გამოყენებით დამდგარ შედეგებზე.

მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული უმაღლესი ზომის შესაბამისად,  თქვენ, ასევე, ეთანხმებით, რომ ბარონის სახლი პასუხს არ აგებს დანახარჯებზე, დანაკარგებზე, დაზიანებაზე (მათი ხასიათის მიუხედავად, იქნება ეს პირდაპირი, არაპირდაპირი, განსაკუთრებული, დამახასიათებელი, გამომდინარე თუ სადამსჯელო ან საჯარიმო დანაკარგებზე, მათ შორის და არა მხოლოდ ფინანსურ დანაკარგებზე და განაცდურზე) ან გაცდენილ ხელსაყრელ შემთხვევაზე, თუ ეს ნებისმიერი ფორმით გამომდინარეობს პლატფორმებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით სარგებლობის ან ვერსარგებლობის შედეგად, მიუხედავად იმისა, გვეცნობა თუ არა ჩვენ ასეთი დაზიანებების მოხდენის შესაძლებლობაზე და მიუხედავად საქმის მსვლელობის ფორმისა, ეფუძნება იგი ხელშეკრულების, გარანტიის, კანონისმიერ ვალდებულების (დაუდევრობის ჩათვლით), მკაცრი ვალდებულების ნორმებს თუ სხვა საფუძველს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ იურისდიქციაში მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობა, შეიძლება, არ ითვალისწინებდეს კონკრეტულ გამონაკლისებს, გარანტიის შეზღუდვებსა თუ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, ზოგიერთი ზემოაღნიშნული გამონაკლისი და შეზღუდვა შესაძლებელია, არ იყოს მოქმედი.  

 

სავაჭრო ნიშანი

ზოგადად, ყველა სავაჭრო ნიშანი, სახელი, ლოგო და სხვა სერვისის ნიშანები (ერთობლივად ,,სასაქონლო ნიშნები”), რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული, წარმოადგენს ბრენდის ბარონის სახლს, ან მასთან აფილირებული მესამე პირის სავაჭრო ნიშანს. სხვა სავაჭრო ნიშნები არის საკუთრების ნიშნები და რეგისტრირებულია მათ შესაბამის მფლობელებზე. მათი ჩვენს პლატფორმებზე განთავსება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც მათ გამოყენებაზე, რაიმე სახის უფლების ან ნებართვის მინიჭება, ბრენდის ან აღნიშნული მესამე პირის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. პლატფორმებზე განთავსებული სასაქონლო ნიშნების ან სხვა კონტენტის არამართლზომიერი გამოყენება სასტიკად აკრძალულია.

 

საავტორო უფლებები

პლატფორმებზე არსებული სრული კონტენტი არის ბარონის სახლის საავტორო უფლება ან ლიცენზირებულია გამოსაყენებლად ბრენდის მიერ. ყველა უფლება დაცულია. გთხოვთ, გაეცნოთ ზემოთ წარმოდგენილ ინფორმაციას, პლატფორმებზე მასალების გამოყენების შესახებ.

 

შეწყვეტა და შეჩერება

თქვენ ადასტურებთ, რომ ბრენდმა ბარონის სახლი შესაძლებელია, თქვენთან შეთანხმების გარეშე, შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენი წვდომა პლატფორმებზე, თუ ბრენდი გონივრულად გადაწყვეტს, რომ თქვენ დაარღვიეთ ბარონის სახლის და მასთან  აფილირებული მხარეების უფლებები ან სამომხმარებლო პირობები ან/და მოქმედებდით წინამდებარე წესებთან შეუსაბამოდ.  ბრენდი იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ან შეწყვიტოს რომელიმე პლატფორმის ოპერირება მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ცალმხრივად. თქვენ ადასტურებთ, რომ ბარონის სახლი თქვენთან, ან სხვა მესამე მხარესთან არ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული ცვლილებებისა თუ ოპერირების შეჩერების შემდეგ. ,,პასუხისმგებლობის შეზღუდვაში“ და ,,ზოგად დებულებებში“ გაწერილი  პირობები ძალაში დარჩება  წინამდებარე სამომხმარებლო წესების შეწყვეტის შემდგომ.

 

ზოგადი დებულებები

თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, პლატფორმებზე წარმოდგენილი ინფორმაცია და მასალები ემსახურება მხოლოდ ბარონის სახლის პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, მათ წარმოჩენას გასაყიდად. Ბარონის სახლი არ ამტკიცებს, რომ ბარონის სახლის მასალები არის ხელმისაწვდომი ან მისაღები გამოსაყენებლად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბარონის სახლის მასალებზე წვდომა შეიძლება არ იყოს კანონიერი გარკვეული პირებისთვის ან გარკვეულ ქვეყნებში. ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია ბევრი ქვეყანისთვის. თუმცა, შესაძლებელია პლატფორმებზე იყოს აღნიშნული ის პროდუქტები, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი მთელ მსოფლიოში.

იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე სამომხმარებლო პირობების რომელიმე დებულება ან დებულების ნაწილი აღმოჩნდება ბათილი, უკანონო, კანონიერი ძალის არმქონე ან არააღსასრულებადი, ეს დებულება ან დებულების ნაწილი აღარ იარსებებს და მას არ ექნება გავლენა სამომხმარებლო პირობების სხვა დებულებების ნამდვილობაზე, კანონიერებაზე, მის იურიდიულ ძალასა და აღსრულებდობაზე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

წინამდებარე წესები და პირობები წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ჩვენს შორის პლატფორმებთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ან აბათილებს ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, ხელშეკრულებას ან ხელშეკრულების პროექტს, შეთანხმებას, ვალდებულებასა, თუ ნებისმიერი სახის გირაოს ხელშეკრულებას,  ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

თუ ბარონის სახლი არ ახდენს რეაგირებას წინამდებარე სამომხმარებლო პირობების რომელიმე დებულების დარღვევაზე, ეს ფაქტი არ უნდა იქნას განხილული, როგორც უარის თქმა სხვა ან შემდგომ გადაცდომაზე პასუხისგების მოთხოვნაზე.

წინამდებარე წესები და პირობები, ასევე, პლატფორმების გამოყენება და ნებისმიერი შეთანხმება ბრენდსა და მის მომხმარებელს შორის, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიუხედავად საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმებისა. ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე წესებიდან, უნდა გადაწყდეს თბილისში, საქართველოში მდებარე საერთო სასამართლოების მიერ. მხარეები თანხმდებიან ზემოაღნიშნული სასამართლოების ექსკლუზიურ განსჯადობაზე.

ინფორმაცია წესებისა და პირობების შესახებ განახდლა 2023 წლის 13 ივნისს.

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა

გაყიდვების პოლიტიკა

დაჯავშნეთ შეხვედრა

MM/DD/YYYY